ეს კაცი ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსია ვინც კი ოდესმე მინახავს - ვინ არის ნათია ფანჯიკიძის ფავორიტი პოლიტიკოსი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბარაკ ობამა ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსია.
როგორც თავად ამბობს, ის ამის გამო გააკრიტიკეს და უთხრეს, რომ ყველაზე სექსუალური არა ბარაკ ობამა, არამედ ირაკლი ალასანიაა.
„ამას წინ „სვით ჰოუმ ჩიკაგოს“ რომ მღერის ის დავდე და ყველა დროის ყველაზე სექსი პოლიტიკოსია-მეთქი მივაწერე და გადმოეყუდნენ ფბ-აივნებიდან ის ფბ-მეზობლები, წლიდან წლამდე ხმა რომ არ ამოუღიათ და ამიტეხეს აურზაური, მაშ ალასაო? ხოდა გავიფიქრე გულში, ან თქვენ რამ გამოგაცოცხლათ, ან რა დროს ჩემი გათხოვება იყო-მეთქი და წავშალე. ხოდა ახლა წინასწარ ვცემ მაგათ პასუხს, ალასაც, რათქმაუნდა ალასაც და საერთოდ, ჩემი ბრალი ხომ არაა, გადასარევი გემოვნება რომ მაქვს?“- წერს ფანჯიკიძე.