თვ პირველის დაშავებულ ოპერატორთან დაკავშირებით ნოდარ მელაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
- 09/11/20
- 604 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული “ტვ პირველის” ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ნოდარ მელაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში. როგორც მელაძე წერს, ოპერატორს თვალზე ოპერაცია დასჭირდა. ამასთან, ტელეკომპანია პირველის გენერალური პროდიუსერი წერს, დარბევისას ტელევიზიის ექვსი კამერა დაზიანდა. “ჩვენს ოპერატორს ოპერაცია დასჭირდა თვალზე, საბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა. ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც კეთდება. :(((( ისედაც კამერების დეფიციტი გვქონდა, პრაქტიკულად ნახევარი აღარ გვაქვს. დამიზნებით ხდებოდა წყლის ჭავლის ტყორცნა იქ, სადაც იდგა მედია.”- წერს ნოდარ მელაძე.
ჩვენს ოპერატორს ოპერაცია დასჭირდა თვალზე, დაბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა. ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც...
Опубликовано Nodar Meladze Понедельник, 9 ноября 2020 г.


