რუსთავში მამაკაცი შუა ქუჩაში გარდაიცვალა

შემთხვევა მეგობრობის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცმა საავტომობილო გზა გადაკვეთა, რის შემდგომაც გაჩერებაზე წაიქცა, დაბლა დაეცა და გონება დაკარგა.

70 წლამდე მამაკაცის გადარჩენას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ჯგუფი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა. ექიმებმა გამოიყენეს ელექტრული აპარატი დეფობრილატორიც თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცის გარდაცვალება სავარაუდოდ გულის უეცარმა გაჩერებამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

გარდაცვლილი 69 წლის გივი მენთეშაშვილია.