მთავრობა ლოკდაუნისთვის ემზადება - მოქალაქეებს გადაადგილება დღის საათებშიც შეეზღუდებათ
- 11/11/20
- 2473 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ “ფორმულა” ავრცელებს. ტელეკომპანიას სანდო წყარომ ინფორმაცია მთავრობიდან დაუდასტურა, რომ ხელისუფლებამ ე.წ. ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც.


