"ყველას გაფრთხილებთ, ეს სასიკვდილოა..." - თენგიზ ცერცვაძე

„სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახ­ლაც კი, როცა ამ­დე­ნი შემ­თხვე­ვაა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა, მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სეგ­მენტს არ სჯე­რა, რომ არ­სე­ბობს კო­ვი­დინ­ფექ­ცია და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ვი­ღა­ცის გა­მო­გო­ნი­ლია, ან რა­ღაც მიზ­ნით ხდე­ბა ამით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

ვაფრ­თხი­ლებ, ეს სა­სიკ­ვდი­ლოა.“ – ამის შესახებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რმა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექი­მის­თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თვა სა­ხი­ფა­თოა, რის გა­მოც, ის მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მე­დი­კო­სებს მი­მარ­თონ.

„ისევ მივ­მარ­თავ იმ პა­ცი­ენ­ტებს, იმ ავად­მყო­ფებს, მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს, რო­მელ­მაც შეგ­ნე­ბუ­ლად არ მი­მარ­თა ექიმს, ან არ ჰქო­ნია მცდე­ლო­ბა, თუ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა და ჯან­დაც­ვა ვერ მო­ემ­სა­ხუ­რა, ეს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მაგ­რამ როცა არ მი­მარ­თავს ექიმს, სა­ნამ უკი­დუ­რე­სად არ დამ­ძიმ­დე­ბა და პირ­და­პირ სა­რე­ა­ნი­მა­ციო არ ხდე­ბა, ეს თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბის და პა­ცი­ენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ფაქ­ტია, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ვა­ლა­ლოდ მთავ­რდე­ბა.

მე მივ­მარ­თავ, ვთხოვ, მო­სახ­ლე­ო­ბას, ყვე­ლას, ვი­საც ექ­ნე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი სიმპტო­მი, ეს იქ­ნე­ბა ცხე­ლე­ბა, თუ ცხე­ლე­ბის გა­რე­შე, ნუ მი­მარ­თა­ვენ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, ან ვთქვათ, მე­ზობ­ლე­ბის, ან ნაც­ნო­ბი ექი­მე­ბის რჩე­ვით მკურ­ნა­ლო­ბას, ძი­რი­თა­დად, თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო სტრუქ­ტუ­რებს.

თუ ისი­ნი ვერ და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან 112-ს, თუ ვერ დუ­კავ­შირ­დე­ბი­ან თა­ვი­სი ოჯა­ხის ექიმს, არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ნომ­რე­ბი, სა­ი­ტია შემ­ქნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი, სა­დაც სხვა ნომ­რე­ბიც წე­რია, თუ რო­გორ და­ვუ­კავ­შირ­დეთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს, ან ონ­ლაინ ე­ქი­მებს, ან უკვე მო­ხა­ლი­სე ექი­მე­ბი გა­მოჩ­დნენ, რომ­ლე­ბიც სთა­ვა­ზო­ბენ თა­ვი­ანთ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს, რომ და­უ­კავ­შირ­დნენ და და­ეხ­მა­რონ.“ – გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.