რა სიმპტომები დაუტოვა ცნობილ ქართველებს კორონავირუსმა

კოვიდნარჩენები ორგანიზმში გარკვეული პერიოდი რჩება. გამოკითხული რესპონდენტებიდან ზოგს გემოს რეცეპტორები ისევ დაქვეითებული აქვს, ასი პროცენტით ყნოსვაც არ აღდგომიათ. როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსი, უმეტესად, საერთო სისუსტეს ტოვებს.

თვე და ხუთი დღე გავიდა, რაც ნოდიკო ტატიშვილმა კოვიდ-19 დაამარცხა. როგორც მომღერალი “პრაიმტაიმთან” იხსენებს, პირველი ათდღიანი “ბრძოლის” შემდეგ, დაბალი სიცხე კიდევ ათი დღე ჰქონდა.

ნოდიკო ტატიშვილი: – ახალი პროტოკოლით, მეთერთმეტე დღიდან გადამდებად არ ითვლები და გამოჯანმრთელებულად ითვლები. მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაბალ ტემპერატურას და სისუსტეს ტოვებს. გამოჯანმრთელების მეთერთმეტე დღის შემდეგ კიდევ ათი დღე მქონდა სიცხე. საღამოობით 37 გრადუსამდე მიწევდა. ექიმებმა ამიხსნეს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და კორონასთვის დამახასიათებელიაო.

დღის გარკვეული მონაკვეთი ენერგიული თუ ვიყავი, ამ 35 დღის შემდეგ მაინც ვგრძნობ ზოგად სისუსტეს. ცოტა ვიღლები.

ათი დღის წინ სისხლის და კოვიდის ანტისხეულების ანალიზი გავიკეთე. აღმოჩნდა, რომ ბევრი ანტისხეული მაქვს და ექვსი თვე აღარ გადამედება, კოვიდზე იმუნიტეტი გამომიმუშავდა.

სოფო გელოვანი: – ორი კვირა გავიდა და ყნოსვა არ დამბრუნებია. ოდნავ ვგრძნობ სუნს. ვერც გემოებს ვრგძნობ. ცხარეს შეგრძნება მაქვს, თუმცა სუსტად. და მაქვს საერთო სისუსტე, სწრაფად ვიღლები.

მაქვს შეციების შეგრძნება. გარეთ რომ გავდივარ, სხვანაირად მაციებს. განაგრძეთ კითხვა