სომეხი მოსახლეობა საკუთარ სახლებს წვავენ - რა ხდება ყარაბაღში

მთიანი ყარაბაღიდან ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ცლის და ტოვებს, ნაწილი კი საკუთარ სახლს წვავს კიდეც.

ვიდეოკადრებს „ტვიტერზე“ ვილ ვერნონი და იური ვენდიკიავრცელებენ, რომლებიც ამჟამად ყარაბაღში იმყოფებიან.

როგორც სომხური მედია წერს, იმ რაიონებში, რომელიც სამმხრივი შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, ხალხი ფაქტობრივად ანადგურებს ყველაფერს, მათ შორის სახლებს, მაღაზიებს, ასევე მიაქვთ ის რისი წაღებაც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა – ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

განცხადების თანახმად, მთელი რიგი რეგიონები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადადის. ასევე, რუსი „სამშვიდობოები“ განლაგდნენ ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.