ცნობილი სერიული მკვლელი, რომელმაც 13 ადამიანი მოკლა კორონა ვირუსმა შეიწირა

პიტერ სატკლიფი, სერიული მკვლელი, რომელიც  იორკშირის რიპერის სახელითაა ცნობილი, მკვდარია. ის ფრანკლენდის სასჯელაღსრულების დასწესებულებასთან მდებარე, დურჰამის უნივერსიტეტის საავადმყოფოში კორონავირუსის მკურნალობის დროს გარდაიცვალა.  

იგი 13 ქალის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

სერიულმა მკვლელმა 1970-დან 1980 წლამდე 13 ქალი გამოასალმა სიცოცხლეს. ცნობილია, რომ მათ გარდა თავს 9-ზე მეტ ქალს დაესხა.

ინფიცირებულმა სატკლიფმა კორონავირუსის მიკურნალობაზე უარი თქვა, თუმცა კლინიკაში სხვა დიაგნოზით - გულის შეტევით მოხვდა. რისკის გადავლის შემდეგ, ის ციხეში დააბრუნეს, მაგრამ covid-19-მა სატკლიფის მდგომარეობა ისევ დაამძიმა. კვლავ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ექიმები ვეღარ დაეხმარნენ.

ციხის პრესსპიკერის ინფორმაციით, სატკლიფი 13 ნოემბერს გარდაიცვალა. ის 74 წლის იყო.