რატომ თქვა ექიმობაზე უარი კოტე მათითაშვილმა

შესაბამისად, სამყაროში ტყუილად არაფერი ხდება. ჩვენ ამ სამყაროს შემადგენილი ნაწილი ვართ. დადგა ის პერიოდი, როცა დამჭირდა საკუთარი თავის შეცვლა. მივხვდი, რომ ჩემ ცხოვრებას ალკოჰოლით ვივსებდი. სულ გაქცევებში ვიყავი. მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ დაწყებული ნებისმიერი კონტინენტიდან, უბრალოდ დამამახსოვრდა, რომ იქ ვიყავი.

იქაც ალკოჰოლი იყო, ალკოჰოლს ვებრძოდი. ალკოჰოლის მოხმარება, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მთვრალი, ან „გალეწილი ეგდო“ სადმე. მისი მოხმარება, გჭირდება პატარ-პატარა პრობლემების შესავსებად, მაგრამ გამოდის, რომ ხდები ალკოჰოლიკი, ან რამეზე დამოკიდებული.

ყველა ადამიანი, დაბადებიდანვე რაღაცაზე დამოკიდებული ვართ, მერე ვითარდები და ვლინდება ეს სიმპტომები, ზოგჯერ თამაშით; მძაფრად აირია ჩემი ცხოვრება, არაფერი გამომდიოდა, არაფერი. აღარც ეს ჩემი ქირურგია მაინტერესებდა. სწორედ, ამის შემდეგ მივედი „12 ნაბიჯის პროგრამაში“, სადაც ჩემი ძმაც მუშაობს და ამ პროგრამაში ჩავერთე.

კარგი ადამიანები გავიცანი, ბევრს ჩემზე მეტი პრობლემა ჰქონდა. ამავდროულად, დავიწყე თვითგანვითარება ლიტერატურით, მასწავლებლების, გამოცდილი ადამიანების მოსმენით, სხვადასხვა ინტერნეტწყაროების მოძიებით და ეს პროცესი, თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

– რა გავლენა მოახდინა თქვენზე ამ პროგრამამ?

გარდა იმისა, რომ ექიმი ვარ, ჩემი შინაგანი აურა, შეძენილი განათლება, ადამიანებთან შემდგომი ურთიერთობისთვის, ჩემთვის უდიდესი ინსტრუმენტი გახდა. ზოგადად, ადამიანთან საუბრის სწავლა, არ მჭირდება, ეს კიდევ ცალკე მეცნიერება და მიმართულებაა. არ მჭირდება, ადამიანის შინაგანი ანატომიის სწავლა.

პრაქიკული ფსიქოლოგია, ზუსტად ეფუძნება საკუთარ ჭირ-ვარამზე და საკუთარ ემოციებზე განვლილი გამოცდილების გაზიარებას, პლუს სწავლა, როგორ ემსახურო ადამიანებს, თუნდაც ფსიქოლოგიის მიმართულებით.

როგორ დაეხმარო მათ, თუნდაც დამოკიდებულ ადამიანს, ან ემოციურს, თუნდაც ეგოცენტრიკს. როგორ მიახვედრო, რომ პრობლემები მათშია და არა გარე სამყაროში. როგორ დააწყებინო ახალი ცხოვრება, როგორ დაარწმუნო, რომ მისი ბიზნესი, ურთიერთობები, ოჯახის წარმატება, მისი თანადამოკიდებულებიდან გამოყვანის ხელშეწყობის ფაქტორებია – „ჯიგრულად“ სვამს, თუ უბრალოდ „კაი ტიპია“.

როცა ოჯახში პრობლემებია, თუნდაც ოჯახის ერთი წევრი დამოკიდებულია, იქ ყველაფერი დესტრუქციულია, არ არის კონსტრუქციული – რეალური. ამიტომ ჩემი გამოფხიზლება, ორმხრივია – ერთი არის გააზრებულად ცხოვრების დაწყება, მეორე – გამაბრუებელი საშუალების, ჩემ შემთხვევაში, ალკოჰოლის არ მოხმარება. განაგრძეთ კითხვა