
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
- 13/11/20
- 393 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისში. მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუა ხნის ქალს დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.