
"8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა" - ჩცდ-ს მსახიობი სიმსივნეს ებრძვის
- 15/11/20
- 4419 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

პროფესიით ფილოლოგი დარე ლაცუზბაიას ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. წლების წინ, აფხაზეთის ომამდე, ახალგარზდა ქალი ბედნიერად ცხოვრობდა მშობლიურ სოხუმში და ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. ომმა კი ყველაფერი შეცვალა - ჯერ იყო ლტოლვილობის რთული ხვედრი, შემდეგ მოსკოვში, ნოსტალგიაში გატარებული წლები და სიმსივნის დიაგნოზი, რომელიც 12 წლის წინ განაჩენად იქცა და სამშობლოში დააბრუნა...
დარე ორი წელია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კულტურის მინისტრის - ირინა კუპრავას როლს თამაშობს. ახლა AMBEBI.GE-ს საკუთარ ცხოვრებაზე უყვება, რომელიც ერთი შეხედვით კინოს ჰგავს...
- სოხუმიდან მოვდივარ... მართალია, გალში დავიბადე, რადგან დედა იქ იყო სამსახურებრივად განაწილებული, მაგრამ იქ არ მიცხოვრია, მთელი ჩემი შეგნებული წლები სოხუმში ვიცხოვრე. ქალაქი 1993 წლის 18 სექტემბერს დავტოვე. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი პირველ შვილზე.
- სოხუმში დაოჯახდით?
- ძალიან საინტერესო დაოჯახების ისტორია მაქვს. აფხაზეთის ტელევიზიაში ვმუშაობდი, საინფორმაციო პროგრამების მთავარი რედაქტორის მოადგილე ვიყავი. მასალებს თბილისში სარელეო ხაზით ვგზავნიდით და როდესაც ომის დროს ეს ხაზი ააფეთქეს, საიდუმლო მასალები კასეტების საშუალებით თბილისში მომქონდა თვითმფრინავით.
ერთ-ერთი ფრენისას გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც მებრძოლი და "შავი ავაზას" წევრი გახლდათ. ის თავის რაზმთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა. ეს იყო ომის დროს, 1992 წელს და ძალიან მალე დავოჯახდით.
- ორსულმა დატოვეთ აფხაზეთი?
- დიახ, რვა თვის ორსული ვიყავი. ბოლო შეტაკებებისას სოხუმში ვიყავი. მანამდე თბილისში ჩამოვედი ცოტა ხანს, მაგრამ ნეიტრალური პერიოდი იყო გამოცხადებული და უკან დავბრუნდი.
მეგონა ომი დამთავრდა და კარგად იქნებოდა ყველაფერი და ჩვენც მშვიდ ცხოვრებას გავაგრძელებდით, მაგრამ ტყვარჩელიდან მოულოდნელად დაიწყო შეტაკებები და შეიძლება ითქვას, ბოლო თვიმთმფრინავით დავტოვე სოხუმი.
ტრაპზე ასვლისას, შემთხვევით, ჩვენი მებრძოლის ავტომატის კონდახი მომხვდა მუცელში, ის საკუთარი ოჯახის წევრებს აცილებდა. ამან პროცესი დააჩქარა და ჩამოსვლისას საავადმყოფოში დამაწვინეს ნაყოფის შენარჩუნებაზე, მაგრამ ძალიან მალე რვა თვეზე ვიმშობიარე. განაგრძეთ კითხვა