მაიკ პომპეოს პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის სემდეგ
- 17/11/20
- 178 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
აშშ-ის და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„მოხარული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-ისა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას.
მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, – წერს მაიკ პომპეო.
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.