"ამ დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც ტრაგედია დამატყდა" - ჯანეტ ქერდიყოშვილი

“მის საქართველო” ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახში სილამაზის კონკურსში გამარჯვების წელს დიდი ტრაგედია დატრიალდა. მისი დაიკო 10 წლის ანეტი ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

ამ ტრაგედიაზე ქერდიყოშვილების ოჯახს საუბარი უჭირს, რადგან პატარა ანეტი მათი ოჯახის მოუშუშებელი ტკივილია.

ანეტ ქერდიყოშვილს გუშინ 19 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ჯანეტ ქერდიყოშვილმა ინსტაგრამის გვერდზე უმცროსი დის რამდენიმე კადრი გამოაქვეყნა და ემოციური პოსტი დაურთო.

ჩვენი ანგელოზი, ჩვენი პატარა დაიკო“ “დღეს ჩემი პატარა დაიკო 19 წლის გახდებოდა” – დაწერა ჯანეტმა.

ჯანეტმა მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე მხოლოდ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. იხილეთ ფოტოსურათები