"ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება" - პაატა იმნაძე
- 19/11/20
- 2346 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პაატა იმნაძის კომენტარი კოვიდინფიცირების დროს ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ
დღეს ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომელსაც საქართველოც აღნიშნავს.
რამდენად საჭიროა კორონავირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კვირეული კოვიდინფექციის ფართო გავრცელებას ემთხვევა. კოვიდინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ არის სპეციალური ჩვენება – ბაქტერიული ინფექციის თანდართვა კოვიდინფექციქციაზე“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჯიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.