შურისძიება ახლობელი ორსული გოგონას გამო - მოჭიდავე იური ლომაძე დააპატიმრეს
- 19/11/20
- 1231 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოჭიდავე იური ლომაძეს, მის ძმას და კიდევ სამ პირს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დასკვნითი სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმებას მოეწერა ხელი.
შეთანხმების თანახმად, ევროპის ვიცეჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე, ძმასა და სხვა სამ პირთან ერთად 1 წლით პატიმრობაში დარჩება, შემდეგი სამი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება.
ცნობისთვის, ვიცეჩემპიონი მიმდინარე წლის ივლისში დააკავეს. მასთან ერთად კიდევ ოთხი პირი. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.”


