მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აკაკი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხემლს ბრალი დაუმძიმდა.

მანამდე, გამოძიება სსკ-ის 236- და 179- მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას გულისხმობს.

შსს- განცხადების მიხედვით, 31 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144- მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. იხილეთ შსს- განცხადება.