
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს
- 20/11/20
- 5250 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აკაკი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხემლს ბრალი დაუმძიმდა.
მანამდე, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას გულისხმობს.
შსს-ს განცხადების მიხედვით, 31 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. იხილეთ შსს-ს განცხადება.