"ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა... აწი გვეცოდინება..." - ლაშა ბუღაძე განცხადებას ავრცელებს

მწერალი ლაშა ბუღაძე წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეჭრილ პირთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგავროვან დამოკიდებულებებს ეხმაურება.

 “მიკროსაფინანსოსკაკო ყაჩაღმაის მძევლები გამოუშვა, ვინც წასვლა ითხოვაო და სხვები ნებაყოფლობით დარჩნენ მძევლებად? ანუ თანაუგრძნეს თუ გათავისუფლების თხოვნა ვერ შებედესჰუმანისტს”? როგორ ხსნიან ამ უაღრესად დამაბნეველ ასპექტსსოც-აქტივისტისგულაჩუყებული მეხოტბეებიმძევლების მიმართ რომ არ იჩენენ დიდ მგრძნობელობას და, პირიქით, ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?!

მგონი, დიდ სააზროვნო და მორალურ ქაოსში ვართყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ქმედება უკვე პრეცედენტულია (ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ), ფაქტია, ამ კაცმა ზუგდიდელ დამყაჩაღებელ ესებუას მიბაძამართალია, უფროვეგეტარიანულიფორმით (კიდევ კარგი), მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არ არის ისედაც დაუცველი საზოგადოებისა და მით უმეტეს მძევლებისათვის, რომლებიც თურმე გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ამგვარ სოციალურპერფორმანსს”, და მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ყუმბარა უბრალო სანთებელა ყოფილა! აწი გვეცოდინება, ეს მხოლოდ პროტესტი ყოფილა”- წერს ლაშა ბუღაძე.