წლის ბოლომდე კოვიდინფიცირებულების რიცხვი მილიონამდე გაიზრდება - ექიმი დავით მრელაშვილი

საქართველომ, კოვიდ-19-ის გავრცელების სისწრაფით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, – ამის შესახებ ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

დავით მრელაშვილის თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 1 000 000- მიაღწევს

 

კრიტიკულ სიტუაციებში აუცილებელია ვიმოქმედოთ არა ემოციებით, არა ნებისმიერ ექსპერტთა მოსაზრებით, არამედ უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობილი ანალიტიკური აზროვნებით თუ ამის საშუალებაა

 

ამის საშუალება არის, და დღევანდელი უტყუარი ფაქტია რომ საქართველომ, კოვიდ-19-ის გავრცელების სისწრაფით პირველ ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში. მესამეზე არაპირველზე, რადგან ეს მონაცემები არ ითვალისწინებს იმ ფაქტს რომ ლიტვის ტესტირების პოზიტიურობის პროცენტია 1.9%, სერბიის – 5.8%. საქართველოსი ბოლო ორ კვირაში დადებითობის % გაიზარდა 30%-მდე.

 

ეს ნიშნავს რომ რეალური გაორმაგება (გავრცელების სისწრაფე) ცალსახად უფრო ადრე გვქონდაალბათ 10-12 დღეში. სიკვდილიანობაც როგორც ხედავთ დიდად არ ჩამორჩება 

 

მათემატიკოსები ყველაზე უკეთ მიხვდებიან ამ გეომეტრიული პროგრესიის ავბედითობას. ასე თუ გავაგრძელეთ და არაფერი შევცვალეთწლის ბოლომდე მილიონ შემთხვევამდე ავალთ

ერთი პოზიტივიაიანვარში უკვე ჯოგური იმუნიტეტი გვექნება და მსოფლიო ისტორიაში შევალთ როგორც კორონას ყველაზე მალედამძლევიერი. თუმცა არ არის აუცილებელი როგორც ჯალალედინს და შაჰ-აბასს გავუძელით (უამრავი მსხვერპლით), კორონასაც ისეგავუძლოთათასობით გარდაცვლილით.

 

ამას ვპოსტავ არა იმტომ რომ პანიკა დავთესო, არა იმიტომ რომ გავაძლიეროთ ბრალდება ჩინეთზე, ჩვენს მთავრობაზე ან ამინდზე, არამედ თვითოეულმა ვიმოქმედოთ როგორც პასუხისმგებლიანმა და ჭკვიანმა სოციალურმა არსებამ (Homo Sapiens) და ჩვენი წილი შევიტანონთ ვირუსის შეჩერებაში.

გიორგობას გილოცავთ. წელს დრაკონი კორონაა და ერთად დავამარცხოთ ეს!”, – წერს დავით მრელაშვილი.

 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამასთან, დღეს გამოჯანმრთელდა 3 531 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 36.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იყოფება 2159 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 6189.