ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბერში საბედისწერო ცვლილებები ელით
- 24/11/20
- 2046 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დეკემბერში ზოგიერთი პლანეტა გრანდიოზული ცვლილებისთვის გვამზადებს და პირველები იუპიტერი და სატურნი იქნებიან. ისინი დატოვებენ თხის რქის ნიშანს და მერწყულში გადაბრძანდებიან. ვირტუალურობა, ტექნოლოგიები, სოციალური სამართლიანობა, საზღვრების გაფართოება ქვეყნებსა და ადამიანებს შორის - აი, ის ძირითადი საკითხები და თემები, რასაც უნდა ველოდოთ.
ტალღის ქიმზე აღმოჩნდებიან მერწყულები. ეს ზოდიაქის ყველაზე პროგრესული ნიშანია. ამ ნიშნით დაიბადა ყველაზე მეტი რევოლუციონერი და მეცნიერი.
19 დეკემბრიდან ყველა მერწყულის (საზოგადო მოღვაწეებით დაწყებული რელიგიური წარმომადგენლებით დამთავრებული) ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებები. ყველგან, ყველა სფეროში მოგინდებათ სიახლეების დანერგვა.
-0:04
11-12 დეკემბერს ცაზე მომხდარი ცვლილებების გამო ლომები და მშვილდოსნები სხვანაირად შეხედავენ ავტორიტეტებს, მამას. ქალებმა შეიძლება სხვანაირად შეაფასონ ქმარი, ქორწინება, განქორწინება. გარკვეული პირობები წაუყენონ პოტენციურ საქმროს.
14 დეკემბრის ახალმთვარეობა მშვილდოსნებს სასიამოვნო სიახლეებს ჰპირდება. თქვენს ცხოვრებას მეტი ნათელი ფერი შეემატება. შეძლებთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას. შეიძლება ან თავად შეიცვალოთ, ან გარემო თქვენ გარშემო. თავში მოგივათ ახალი იდეები. 15-ში სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა და გაგიუმჯობესდებათ როგორც პირადი ცხოვრება, ასევე ფინანსური სფერო.
10 დეკემბრიდან პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით კუროებს, სასწორებსა და მორიელებს. ვენერა პლუტონის ასპექტი მოგცემთ შანსს, უმტკივნეულოდ შეცვალოთ თქვენი სასიყვარულო სფერო, ცხოვრებისეული კურსი და ფინანსური სფერო. შეიძლება შეგეცვალოთ სიმპათის ობიექტი, განსაკუთრებით, თუ თქვენი სიყვარული უპასუხოა. შეგეცვალოთ ბანკი, სადაზღვევო კომპანია.
კუროებს ცვლილებები ელით სხვა ადამიანის - საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის - ინიციატივით. მშვიდად გაივლით იმ სიტუაციას, რაც ადრე კრიზისად მოგეჩვენებოდათ.
სასწორებს ფინანსურ სფეროში ელით ცვლილება. კორექტივებს შეიტანთ ხარჯში, შეიძლება შეცვალოთ სამემკვიდრეო სია, ინვესტიციის სფერო ან სულაც სარფიანად განახორციელოთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.