“მე სწორედ ამან გადამარჩინა” – რატომ გაუჩინარდა იმედის ეთერიდან ეკა ამირეჯიბი

ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი ორი კვირააიმედისეთერში აღარ გამოჩენილა. ამის მიზეზებზე ამირეჯიბმა დღეს პირველად, პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც გაირკვა მას კორონავირუსი ჰქონდა და ეკრანიდან სწორედ ამის გამო გაუჩინარდა.

პირველ რიგში მაყურებელს დიდი მადლობა უნდა გადავუხადო, იმიტომ რომ ორი კვირის მანძილზე ბევრი წერილი მომდიოდა. მეკითხებოდნენ რატომ არ ხარ ეთერში, ხომ არ წახვედიიმედიდანო”. არც ხელიდან წავსულვარ და არც იმედიდან (იცინის).

მოგეხსენებათ, ჩვენ არ შეგვეხო დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ჩემი ვარაუდით პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დავინფიცირდი კორონავირუსით. საბედნიეროდ ეს ორი კვირა გავიარე ისე საწუწუნო არაფერი მქონდა.

დიდხანს ეჭვიც მეპარებოდა პასუხის ნამდვილობაში. რაც არ უნდა კარგად იცოდე რომ არსებობს ვირუსის უსიმპტომო მიმდინარეობა, როცა ასე გემართება ვირუსი, გგონია არ არსებობს.

ჩემი სიმპტომები არ იყო არც ყელის ტკივილი, არც ტემპერატურა. მერვე დღეს, როცა ლიმონი ჩავღეჭე და სახე არ შემეცვალა, მივხვდი დავკარგე გემო და სუნი. ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ სრულად დამიბრუნდა, მაგრამ გაუმჯობესებულია.

ყველას მოვუწოდებ დაიცვან რეკომენდაციები, მე სწორედ ამან გადამარჩინა. ორშაბათს ცალკე პირბადე მქონდა, უფრო დიდი დაცვის და ალბათ ამან მიშველა მსუბუქად რომ გადავარე პერიოდი” – განაცხადა ეკა ამირეჯიბმა.