- 24/11/20
- 159 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნაკლებად იპოვით ოჯახს, რომელსაც საბანკო ვალდებულება არ გააჩნდეს. ყოველი მეოთხე ოჯახი თვიური შემოსავლიდან, რომელიც დღითიდღე მცირდება, თანხის გარკვეულ ნაწილს ბანკში იხდის.
პანდემიის დასაწყიში, ბანკებმა, კრედიტების გადახდა სამი თვით გადაავადეს. მომხმარებლებს ეგონათ ამ სამი თვის პროცენტებზე ბანკი შეღავათს აკეთებდა…
ამას დაემატა სამსახურების დაკარგვა, გაჩერება, უვადოდ დაპაუზება…
ბანკის კრედიტის გადახდა დღეს უკვე დიდი პრობლემაა. საარსებო მინიმუმის იქით ხალხი ვეღარ მიდის, კრედიტის გადახდაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
ცნობილი სახეები მთავრობის საბანკო სექტორთან შეხვედრას და პროცენტების დაწევას მოითხოვენ.
მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე ამბობს, რომ ამ პრობლემას ვეღარ უმკლავდება და მისი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის თხოვნაა, რომ ბანკებმა შეღავათები გააკეთონ და პროცენტები დაბლა დაწიონ.
ნატო დუმბაძე: – ბინას თებერვლის ჩათვლით ვაქირავებდი. ჩემს ბინაში ცხოვრობდა უკრაინელი ქალბატონი, რომელიც “კარფურში” ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში კი თავის ქვეყანაში წავიდა, დაიკეტა საზღვრები და მას შემდეგ ვერ ვაქირავებ ბინას. დავრჩი შემოსავლის გარეშე. ბანკს ამ სახლის ქირა მთლიანად ფარავდა. კრედიტი იმიტომაც ავიღე, ვიცოდი, რომ გადახდის შესაძლებლობა მქონდა. უკვე აღარ მაქვს.
მადლობა მთავრობის წევრებს, რომ ბანკის სექტორს შეხვდა და პროცენტების გადახდა გაგვიჩერეს, თუმცა მეტი ინფორმირება უნდა ყოფილიყო, რადგანაც შემდეგ, როდესაც უკვე საბანკო ვალდებულებები ჩაგვერთო, აღმოჩნდა, რომ ექვსი თვის პროცენტი, რაც შეგვიჩერდა, ზემოდან დაგვემატა. ეს არც ისე პატარა თანხაა. ნამდვილად არ ვიცი, საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხა. ვერც ვყიდი და ვერც ვაქირავებ. გაყინულ სიტუაციაში ვარ, არა მხოლოდ მე. ძალიან ბევრია ასე, გარშემო თითქმის ყველა.
რა უნდა ვქნა? ბანკში ამ ასაკში უნდა გავშავდე? სახლს ვერ ვყიდი, რომ ბანკის ვალდებულება მოვიხსნა.
მე ბანკს არ ვადანაშაულებ. შემოსავალი რომ არ მქონოდა, ხომ არ მომცემდა სესხს? დღეს უკვე ბანკს არ აინტერესებს ვაქირავებ თუ არა სახლს. ბანკი მთავაზობს რეკოსნტრუქციას. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც აქამდე გადამიხდია, განულდება და თავიდან უნდა გადავიხადო. ვადებულებას ასი ევრო მოაკლდება. აზრი? ამდენად ეს ვერსია ხელს არ მაძლევს. მომართული ვარ იქნებ გავყიდო ან გავაქირავო, რაც არ ხდება. არ ვწუწუნებ.