უკვე ცნობილია რა გახდა ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების მიზეზი

როგორც დღეს გახდა ცნობილი და რამაც მთელი მსოფლიო დაამწუხრა, გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა, ამის შესახებ ბრაზილიური სი-ენ-ენ-ი იუწყება.

ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

შეგახსენებთ, რომ მარადონა წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკომანიას და კოკაინის მოხმარების გამო ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოწვეულ პრობლემებს.