
როგორ და ვისთან ერთად გაატარა მარადონამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები
- 26/11/20
- 701 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გუშინ ცნობილი გახდა რომ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა, მის შესახებ ბევრი დაიწერა...
როგორც ერთ-ერთი ტელეარხი იუწყება მან სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ძმიშვილთან და ექიმთან ერთად გაატარა.
ტელეარხის ცნობით, გარდაცვალების დროს მარადონა სახლში თავის ძმისშვილ ჯონი ესპოზიტოსთან და რამდენიმე ექიმთან ერთად იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი ფერმკრთალი იყო და ექიმმა შეამოწმა. საუზმის შემდეგ მარადონამ თქვა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა.
სახლში მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერაფერი მოახერხეს – მარადონას გული უკვე გაუჩერდა.
ნოემბერში არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თავის ტვინში სისხლჩაქცევით საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მოგვიანებით გაწერეს. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.
მარადონა არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1986 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი