თურქებმა ოქროს პირბადეების გაყიდვა დაიწყეს
- 26/11/20
- 807 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თურქეთში ოქროსგან და ვერცხლისგან დამზადებული პირბადეები იყიდება. 18 კარატიანი ოქროსგან დამზადებული პირბადის ფასი 20 000 თურქულ ლირას შეადგენს, ვერცხლის პირბადე კი 1500 ლირა ღირს.
აღსანიშნავია, რომ პირბადეებს 43 წლის სტამბოლელი იუველირი საბრი დემირჩი ამზადებს. აღსანიშნავია, რომ დემირჩი 30 წელზე მეტია, რაც ვერცხლზე მუშაობს. ის ირწმუნება, რომ მის მიერ შექმნილი ვერცხლის პირბადე, მსოფლიოში პირველი ანტიბაქტერიული ნიღაბია, რომელიც დამზადებულია სუფთა ვერცხლისგან.
საბრი დემირჩის მიერ ძვირფასი ლითონისგან დამზადებული თითოეული პირბადე 20 გრამს იწონის.