როგორია ამ წუთისთვის კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

კობა დავითაშვილი გუშინ კლინიკაში მოათავსეს და მაშინვე მართვით სნთქვაზე გადაიყვანეს. ამჟამად პოლიტიკოსი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა უმძიმესია.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილი უკვე წლებია რაც მძიმე დაავადებას ებრძბის, მას დაავადების დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს.

დავითაშვილი დარწმუნებით იძახის, რომ მან ეს დაავადება მას შემდეგ „შეიძინა“, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის მთავრობის დროს უცნობმა პირებმა გაიტაცეს და სცემეს.

მიუხედავად მისი ბეხტერევის დაავადების პროგრესირებისა, ამჟამად დავითაშვილი კლინიკაში თირკმლის უკმარისობით შეიყვანეს.