დამკრძალავ ბიუროში თანამშრომლებმა მარადონას ცხედართან სხვადასხვა პოზებში სურათები გადაიღეს
- 27/11/20
- 364 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დამკრძალავი ბიუროს სამმა თანამშრომელმა დიეგო მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღო. ფოტოები არგენტინაში ძალიან მალე ვირუსულად გავრცელდა და ამ ყოველივეს დიდი გამოხმაურება მოყვა.
ამ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთს, დიეგო მოლინას ხელი გარდაცვლილი მარადონას თავზე უდევს. საზოგადოება ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოებით აღშფოთებულია.
დამკრძალავი ბიუროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დიეგო პიკონმა განაცხადა, რომ ფოტოებზე გამოსახული პიროვნებები სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.


