გაათამაშა თუ არა გირჩმა არჩევნების დროს დაპირებული თესლასავტომობილები
- 28/11/20
- 474 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საბიუჯეტო დაფინანსებით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის „ტესლას“ ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით, თუმცა მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით „ტესლას“ გათამაშებაც არ შეიძლება. ამის შესახებ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„გირჩი“ ბოდიშს უხდის ამომრჩეველს გათამაშებასთან დაკავშირებული დანაპირების შეუსრულებლობისთვის.
„გირჩს“ ბიუჯეტიდან შეუძლია მიიღოს სამ მილიონ ლარზე მეტი ფული.
“ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის „ტესლას“ ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს.
ⴢრჩევნების ოფიციⴢლური შედეგებით, პⴢრლⴢმენტში შესვლის უფლებⴢ მიიღო რვⴢ ოპოზიციურმⴢ პⴢრტიⴢმ. ⴢმ მომენტისთვის, ⴢრⴢვინ ⴢრ ვⴢღიⴢრებთ ⴢრჩევნების ოფიციⴢლურ შედეგებს დⴢ ვⴢრთ ბოიკოტის რეჟიმში. თუმცⴢ, ⴢზრთⴢ სხვⴢდⴢსხვⴢობⴢ გⴢმოიწვიⴢ იმⴢვე სⴢⴢრჩევნო პროცესის შედეგⴢდ წⴢრმოშობილმⴢ სⴢბიუჯეტო დⴢფინⴢნსების უფლების გⴢმოყენების სⴢკითხმⴢ.
პⴢრტიების უმრⴢვლესობⴢმ მოითხოვⴢ დⴢფინⴢნსებⴢ სⴢხელმწიფო ბიუჯეტიდⴢნ მიუხედⴢვⴢდ იმისⴢ, რომ ⴢრჩევნებს გⴢყⴢლბებულⴢდ მიიჩნევს დⴢ პⴢრლⴢმენტში შესვლⴢსთⴢნ დⴢკⴢვშირებულ ბოიკოტს ⴢგრძელებს. პⴢრტიებს სⴢკუთⴢრი მოსⴢზრებები დⴢ ⴢრგუმენტები ⴢქვთ, რისი გⴢცნობⴢც შეიძლებⴢ მედიⴢ დⴢ სოციⴢლურ სივრცეში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით „ტესლას“ გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არაღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება.
ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა „ტესლას“ ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ“, – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში


