მარადონას ექიმს ფეხბურთელის მკვლელობისთის ბრალი წაუყენეს
- 29/11/20
- 10032 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს, 39 წლის ლეოპოლდო ლუკეს ლეგენდარული ფეხბურთელის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ექიმის სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები დ დოკუმენტაცია, მათ შორის მარადონას ავადმყოფობის ისტორია ამოიღო.
ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.