
დავით ევგენიძის დაბადების დღე სასწრაფოს გამოძახებით დასრულდა - რა დაემართა მუსიკოსს
- 03/12/20
- 764 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

2 დეკემბერს დათო ევგენიძე 62 წლის გახდა. როგორც გვითხრა, დაბადების დღე კუჭის ტკივილსა და სასწრაფოს ლოდინში გაატარა. მუსიკოსი გამოტყდა, რომ მისთვის კუჭის ტკივილი უცხო არ იყო, რადგან სექტემბერში ბოჰემური პერიოდი ჰქონდა და შედეგიც მოიმკა.
დათო ევგენიძე: – გუშინ სასწარფო მყავდა, კუჭის შეტევა მქონდა. სამი საათი ისე ძლიერად მტკიოდა, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. რაღაც კერძო სასწრაფოს გამოძახება მირჩიეს, რომ მოსულიყო (ახლა ხომ პრობლემაა სასწრაფოს მოსვლა), თორემ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ძალიან ვიწვალე. მერე გამაყუჩებელი გამიკეთეს და ჩამეძინა. დღეს საერთოდ არ მტკივა.
ჩემი ცხოვრების წესს თუ გავითვალისწინებთ, არც არის გასაკვირი, რომ კუჭი მაწუხებს. ხან “ზაპოი”, ხან – რაღაცა. დასამალი რა არის. ამ პერიოდში არა, მაგრამ არის პერიოდები, როცა ვსვამ, როგორც ჩვეულებრივ ყველა ქართველი კაცი. სექტემბერში “ზაოდობაზე” ვიყავი მთიულეთში, სოფლად და იქ ვსვი ხილის არაყი. და ახლა მიწია.