სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელსაც ავარიის დროს დაშავებულები გადაჰყავდა თვითონ ავარიაში მოყვა
- 03/12/20
- 1211 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცოტა ხნის წინ ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ავარიაში დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც სასწრაფოს ავტომობილიც ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. ექიმების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება პაციენტს, რომელიც ზედიზედ ორჯერ მოჰყვა ავარიაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


