როცა ვამბობდი გარდაცვლილებს ვეღარ დავითვლით მეთქი ვითვლით ეხლა?!
- 03/12/20
- 469 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
“როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით მეთქი, ვითვლით ეხლა?”,-ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ პატარა ქვეყნისთვის 1200-ზე მეტი გარდაცვლილი ძალიან ბევრია.
“დავითვალოთ, ხო, რამდენია? 1 200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა”, — აღნიშნა პაატა იმნაძემ.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ის თვითონ არის გაკვირვებული, როგორ უძლებს ჯანდაცვის სექტორი ასეთ დატვირთვას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 947 ადამიანი, გარდაიცვალა — 45.


