ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას დახმარებას სთხოვს
- 04/12/20
- 1032 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ეკატერინე ტიკარაძე მედიას და მოსახლეობას ხელშეწყობა და დახმარება სთხოვა. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა:
„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის, არამედ მთლიანად სახელმწიფოების. საქართველოსთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ჯერჯერობით ჩანასოხობრივ პერიოდში იმყოფება, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედიასაშუალებებისგან იმისათვის, რომ დროულად იქნას ამოცნობილი და აღიარებული ყველა ის პრობლემა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.