"გთხოვთ ყველამ, ყველამ გააზიარეთ! რამოდენიმე წუთის წინ, თვალწინ ტანჯვით მომიკვდა"

მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილ პოსტს აზიარებს

"გთხოვთ ყველამ, ყველამ გააზიარეთ!
 ზამთარში მიუსაფარ ცხოველებს შიმშილთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა უჩნდებათ  -  სიცივე. 
 წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ფისოები, რომლებიც  მანქანის ბორბლებზე ან მისი ძრავის ქვეშ წვებიან რათა გათბნენ და თავი დააღწიონ ყინვას!
რამოდენიმე წუთის წინ, თვალწინ ტანჯვით მომიკვდა ჩემს ეზოში მიკედლებული კნუტი, რომელიც  ყინვის გამო ძრავის ქვეშ თბებოდა და მანქანამ გადაუარა.
მძღოლმა მანქანა მაშინვე დაძრა და ვერც კი შეამჩნია ეს ყველაფერი.
 თავის დაიკოსთან ერთად ცხოვრობდა და არ ვიცი იმას რა ბედი ეწევა...
არ მინდა რომ მსგავსი საშინელება ოდესმე განმეორდეს. 
მოვუწოდებ მანქანის მძღოლებს!!! სანამ  მანქანას დაძრავთ, ცოტახანს მოიცადეთ და დარწმუნდით  რომ საფრთხეს არ უქმნით მის ქვეშ გასათბობად შესულ  ცხოველს. 
თუ ვერ დავეხმარებით, არ დავაზიანოთ მაინც."

Опубликовано Maka Chichua Воскресенье, 6 декабря 2020 г.