რა გააკეთა სამაშველო ბრიგადამ, როდესაც რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფ ხალხს კარი ჩაეკეტათ

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, საცხოვრებელი სახლის კარი ჩაეკეტა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

მე-8 მიკრორაიონში მეხანძრე-მაშველები სპეციალური ეკიპირებით მივიდნენ და თვითიზოლაციაში მყოფ პირს დახმარება აღმოუჩინეს.

ადგილზე სამაშველო სამსახურთან ერთად მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე