მშობლებმა ჩვილ ბავშვს ფრჩხილები გაუზარდეს და მანიკური წაუსვეს

ეს ფოტო მართლაც სკანდალური აღმოჩნდა და მშობელი ბავშვის მიმართ ცუდ მოპყრობაში დაადანაშაულეს. თუმცა ფოტო ანონიმური იყო, როგორც ჩანს, მშობელი ელოდა ასეთ რეაქციებს და თავი დაიზღვია.

რასაკვირველია, ჩვილის ფოტოს, რომელზეც ჩანს მისი გრძელი ფრჩხილები, თან მანიკურით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამხელა ფრჩხილები ბავშვს საკმაო საფრთხეს უქმნის. ბავშვის დედა ძალიან ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა გალანძღა და დაწერა, რომ ეს იგივეა, ბავშვს ხელში იარაღი დააჭერინო.

არსებითად, ასეც არის, რადგან ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის ტრავმირება, გაკაწვრა. ბავშვის დედის შესახებ ინფორმაცია რომ ყოფილიყო საჯარო, შესაძლოა, ეჩივლათ კიდეც მისთვის.
თუმცა, იმედია, მან წაიკითხა კომენტარები და კიდევ უფრო გაიაზრა საკუთარი გადაწყვეტილების სიმცდარე.

შეგახსენებთ, რომ ბავშვს რაც შეიძლება მოკლე უნდა ჰქონდეს ფრჩხილები, რადგან ვერ აკონტროლებს ჩვილი და უნებურად შეიძლება სახეზე, თვალში ან სადმე სხვაგან მოიხვედროს.