მეზობელ ქვეყნებთან სედარებით ყველაზე უბედური ხალხი საქრთველოში ცხოვრობს - ახალი კვლევის შედეგები
- 14/12/20
- 254 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სახელმწიფოებში მოქალაქეების ბედნიერების ინდექსის დასადგენად „Gallup“-მა მსოფლიოს 153 ქვეყანა გამოიკვლია.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში ხალხი არც ისე ბედნიერია.
კვლევის თანახმად, ჩამოვრჩებით, როგორც სომხეთს, აგრეთვე აზერბაიჯანს.
გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბედნიერების ინდექსით საქართველო 117-ე ადგილზეა.
თურქეთი ბედნიერიების ინდექსში 93-ე პოზიციას იჭერს, აზერბაიჯანი 89-ე და რუსეთი 73-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
ბედნიერებით პირველ ადგილზე ფინეთია, რომელსაც მოსდევს: დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია და ლუქსემბურგი.
ბედნიერად ყველაზე ნაკლებად თავს გრძნობენ ავღანეთში.
ეს ქვეყანა 153 ქვეყანათა შორის ბედნიერების ინდექსით ყველაზე ბოლო ადგილზეა.
ბედნიერების ინდექსისი ბოლო ათეულში არიან: ინდოეთი – 144-ე ადგილი, მალავი – 145-ე ადგილი, იემენი – 146-ე ადგილი, ბოტსვანა – 147- ე ადგილი, ტანზანია – 148-ე ადგილი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 149-ე ადგილი, რუანდა – 150-ე ადგილი, ზიმბაბვე – 151-ე ადგილი, სამხრეთ სუდანი – 152-ე ადგილი, და ავღანეთი – 153-ე ადგილი.
გაეროს ანგარიშის თანახმად, ცხოვრების დონე კეთილდღეობის სხვადასხვა მაჩვენებლით შეიძლება შეფასდეს, სადაც შემოსავალი ერთ-ერთი და არა ყველაზე აუცილებელი კრიტერიუმია.
დანარჩენი ხუთი ძირითადი ცვლადია: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ნდობა, ჯანსაღი ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობრებისა და ნათესავებისგან მხარდაჭერის მიღების დონე და საზოგადოების დიდსულოვნება.


