"რეანომობილისთვის მხოლოდ 66 000 ლარია საჭირო" - მერაბ სეფაშვილი განცხადებას ავრცელებს
- 14/12/20
- 992 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი რამდენიმე თვეა ისეაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული და მძიმე სენს ებრძვის.
მისი ოჯახის წევრები და კოლეგები ცდილობენ, ყველასათვის საყვარელი მომღერალი სამშობლოში დააბრუნონ და სიცოცხლის ბოლო პერიოდი, მის საყვარელ თბილისში გაატარის.
ზურა ისრაელში რამდენიმე წლის წინ, ოჯახთან ერთად, ფინანსური პრობლემების გამო გაემგზავრა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
ის სამშობლოში სპეციალური თვითმფრინავით უნდა დააბრუნონ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის და დოიჯაშვილის მეგობრების ორგანიზებით, სატელევიზიო მარათონი გაიმართება, სადაც შეგროვილი თანხით მომღერლის თბილისში ტრანსპორტირება მოხდება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი მერაბ სეფაშვილი წერს.
“???? ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა.საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამოდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით! მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან,ქალბატონ ქეთისთან.
ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში. მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09-15 საათიდან 10-00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები. ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი.
საქართველოს კულტურის პალატა გამოაქვეყვენებს ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ზურაბ დოიჯაშვილისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის ჩარიცხვა. მოგვწერეთ საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე gcc0106@gmail.com დიდი მადლობა #საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის! ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში”.


