რა წერილი დატოვა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გუშინ საბერძნეთში გარდაცვლილმა ქართველმა ემიგრანტმა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ქეთი წივწივაძე, ათენში მომვლელად მუშაობდა. სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქეთი, საავადმყოფოდან ემოციურ წერილს აქვეყნებდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას, და ნუ მიტირებთ, ნუ დაიდენთ ცრემლებს დარდიანს, და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან, ჩემი წასვლის დღეს, ნუ მიაკარებთ გულს ვაებას, გრძნობებს ჯავრიანს. სანამ მოვკვდები,მანამ მოდით მომეალერსეთ, გული გამითბეთ, დამენახეთ და გამახარეთ. და კი როდესაც, დამივიწყეთ ყველამ ცოცხალი, თქვენ ეს იცოდეთ, მე იმ დღიდან გარდავიცვალე.“