,,შვილიშვილი გაგიჩნდაო, რომ მეკითხებიან, ვპასუხობ, ჩემს შვილს შვილი გაუჩნდა-მეთქი'' - ნინო თოლორდავა
- 14/12/20
- 28661 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნინო თოლორდავა: – ჩემი რძალი, ნურია ესპანელია და მათთან შვილი მამის გვართან ერთად, დედის გვარსაც ატარებს. ჩვენი ნოა ხაზალიაც იქნება და ლორდიც.
ამიკო ამერიკაში თამაშობს კალათბურთს, მაგრამ ახლა, ამ პერიოდში საქართველოშია. ჯიპაში ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობს. ნურია პიარის სპეციალობას, ბარსელონის ინსტიტუტში დისტანციურად ეუფლება.
ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. ნურიას მამა, თავისი ბიზნესსაქმიანობით, საქართველოში, ოჯახით ჩამოვიდა. ნურია ამიკოს კლასში ჩაირიცხა, თუმცა ამიკო უკვე ამერიკაში იყო. ერთმანეთის გაცნობა ბანკეტზე მოახერხეს.
მას შემდეგ, აგერ უკვე ორი წელია უყვართ ერთმანეთი და ორი დღის წინ გაჩნდა მათი სიყვარულის ნაყოფი, პატარა და საყვარელი წერტილი. ნოა რომ ვნახე, თვალწინ დამიდგა ამიკოს პატარაობა. ჯერჯერობით მამას ჰგავს.
ჯერ ვერ გავითავისე, რომ ჩემ შვილს, რომელიც ჯერ კიდევ პატარაა, უკვე შვილი ჰყავს. რომ არ მოგატყუოთ, ვერ ვაანალიზებ, რომ ბებია ვარ. შვილიშვილი გაგიჩნდაო, რომ მეკითხებიან, ვპასუხობ, ჩემს შვილს შვილი გაუჩნდა-მეთქი. დაუჯერებელია და არც მე მჯერა, რომ ბებია ვარ.
ნურია ქართულად საუბრობს, ესპანელისთვის არაჩვეულებრივადაც, აქცენტით. ესპანურ-ინგლისურ-ქართულად საუბრობს და ამიკოს ვთხოვ, სწორად საუბარი არ ასწავლოს. ერთი სიამოვნებაა ნურიას მოუსმინო, როგორ საუბრობს და ქართულ სიტყვებს როგორ გამოთქვამს. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მას რომ მოვუსმენ, მახალისებს და მაბედნიერებს.


