როგორ დაამარცხა 82 წლის კახი კავსაძემ ვირუსი - ლევან რატიანის კომენტარი

„ბატონი კახი კლინიკიდან გუშინ გავწერთ. თავს კარგად გრძნობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ვირუსი დაამარცხა. სამწუხაროდ მას სხვა დაავადებაც აქვს. თუმცა კორონავირუსისგან მის ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ უქმნის“, – განაცხადეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 

შეგახსენებთ, მსახიობ  კახი კავსაძის მდგომარეობა 28 ნოემბერს დამძიმდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.  82 წლის მსახიობი ვირუსისგან 16 დღეში განიკურნა.