ხვალიდან ამინდი შეიცვლება - იხილეთ ვრცელი პროგნოზი
- 2015-02-16 09:56:18
- 3100 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
17 თებერვლიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება, ამის შეახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში - თოვლი, ზოგან ძლიერი.
ხვალ იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. 18 თებერვალს კი, ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, მათ შორის თბილისშიც, მთაში - თოვლი.
ნიორაძის თქმით, ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა, +1;+6 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +5;+10 გრადუსი იქნება, თბილისში _ 0;+4. ამასთან, 18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ყინვა
დაფიქსირდება -4;+1 გრადუსი, დღისით +1;+6 გრადუსი იქნება. თბილისში დღისით მოსალოდნელია 0;+4 გრადუსი.
19 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით ამინდი შედარებით გაუმჯობესდება და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +9 გრადუსამდე აიწევს.
სინოპტიკოსთა პორგნოზით, 22 თებერვლიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა უფრო მოიმატებს და დათბება.
წყარო - ამბები.ჯი
იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე