გაირკვა სად იმყოფებოდა 27 წლის ბიჭი, რომელსაც 10 დღეა მთელი საქართველო ეძებს
- 17/12/20
- 1182 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ 27 წლის ნიკა სუბელიანი ნაპოვნია. ბიჭი, რომელსაც პოლიცია 10 დეკემბრის შემდეგ ეძებდა, გუშინ ნათესავის სახლში, თბილისში თავად მივიდა.
ცნობისთვის, სუბელიანი 7 დეკემბერს ბოლნისიდან თბილისში ჩამოვიდა, 9 დეკემბერს კი, ნათესავის სახლი ისე დატოვა, რომ არ გააფრთხილა, სად მიდიოდა.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ სუბელიანმა ყაზბეგისკენ წასვლა გადაწყვიტა, სადაც იგი საპატრულო პოლიციამ გააჩერა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა.
ახალგაზრდა სამართალდამცველებმა მცხეთაში დააბრუნეს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგებოდა...


