
კომენდანტის საათის დაწყებისთანავე საახალწლო განათებები ჩაქრება მეორე საღამომდე
- 18/12/20
- 762 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, კალაძის თქმით, დედაქალაქში სამი კონცერტი, 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება.
დღეიდან, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება საახალწლო განათებები ნაძვის ხის გარდა, ჩაქრება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ 3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.
რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს,“- განაცხადა კახა კალაძემ.