ოთხი რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შევასრულოთ იმისათის, რომ მომავალი წლისთვის ბედნიერება მივიზიდოთ

1. გაწმინდეთ აურა იმისთვის, რომ საბოლოდ გაათავისუფლოთ თქვენი ცხოვრება იმ დრამისგან და სირთულეებისგან, რომელიც 2020-მა წელმა მოგიტანათ - მიიღეთ მარილიანი აბაზანა. სჯერათ, რომ მარილს დიდი ძალა აქვს. ის ეხმარება სხეულს ბალანსის პოვნაში. მარილიანი აბაზანის მიღების დროს თქვენი აურა იწმინდება. დაანთეთ სურნელოვანი სანთლები, ახლოს გქონდეთ ასევე კრისტალები.

2. ნეგატივის განდევნის რიტუალი - ამისთვის აუცილებელია, რომ ოთახში იყოთ მარტო. დაგჭირდებათ ზღვის წყალი, თუმცა ჩვეულებრივი მარილიანი წყლის გამოყენებაც შესაძლებელია. ასევე, უნდა გქონდეთ ის კრისტალი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის იხედვით გიცავთ.

3. აავსეთ ოთახი დადებითი ენერგიით, პოზიტიური ვიბრაციებით - დაგჭირდებათ ლიმონისა და ფორთოხლის ეთერზეთები, თეთრი სანთელი, ფურცელი და კალამი. შეურიეთ ეთერზეთები ერთმანეთს, დაანთეთ სანთელი, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ის, რისი მიღწევაც ყველაზე მეტად გინდათ 2021 წელს, შემდეგ დაწერეთ იმ ყველაფრის შესახებ, რაზეც ფიქრობდით.

4. მიიზიდეთ წარმატება - ამობეჭდეთ ზოდიაქოს ნიშნების ცხრილი. მასზე აუცილებლად უნდა იყოს აღბეჭდილი თორმეტივე ნიშანი. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გასწვრივ დაანთეთ სურნელოვანი მწვანე სანთელი, ასევე, მის გასწვრივ დადეთ კრისტალი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გიცავთ.