
ცნობილი გახდა რა შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან და რა შეზღუდვები შემსუბუქდება
- 22/12/20
- 3861 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება
ქვეყნის მასშტაბით:
✅ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები
✅ აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ????
ქვეყნის მასშტაბით:
✅ ცხადდება უქმე/დასვენების დღეები
✅ აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში
✅ არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა
16 იანვარი - 31 იანვარი ????
ქვეყნის მასშტაბით:
✅ აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
✅ შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
✅ სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას
✅ საბანკო და საფინანსო საქმიანობას
✅ სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას
✅ დელივერსა და გატანის სერვისებს
✅ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას
✅ ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს
✅ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს
✅ აგრარული ბაზრობის მუშაობას და ა.შ.
გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრისა და
ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს 31 დეკემბრისა და ასევე 6 იანვრის ღამეს.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ გადახედოს.