ვინ არის ცნობილი ქალი, რომელმაც გიორგი გასვიანის მეუღლის ნასროლი თაიგული დაიჭირა?

ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი გუშინ დაიწერეს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მსახიობის მეგობრებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა წყვილი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას არ დაელოდა და ქორწილი ვიწრო წრეში, სახლში გადაიხადეს.

მათ ტრადიციისამებრ დაიწერეს ჯვარი და ბოლოს პატარძალმა საქორწინო თაიგულიც კი ისროლა.

რომელიც ცნობილმა ქალბატონმა დაიჭირა.