ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობასა და ოპერაციაში 10 000 დოლარი გადაიხადა

ამერიკელმა ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობასა და ოპერაციისთვის 10 000 დოლარი გადაიხადა, ამის შესახებ იაჰუ ნიუსი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ქათამი სახელად ბლიუ ქალის სახლში ცხოვრობს და ნოტნაგელის საწოლთან სძინავს. პატრონი მას თავის „მონათესავე სულს“ უწოდებს. გასული წლის მარტში ბლიუ ცუდად გახდა, ვეტერინარმა კი დაადგინა, რომ მას გულის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ამ დეფექტის გამოსწორება ჩვეულებრივი პროცედურაა ძაღლებისა და კატებისთვის, მაგრამ ფრინველისთვის ის აქამდე არ ჩაუტარებიათ. სარისკო ოპერაცია 4 ათასი დოლარი ღირდა, მკურნალობის საერთო ხარჯმა კი 10 ათასი შეადგინა.

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

ახლა ბლიუ თავს კარგად გრძნობს.