თებერვლის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის
- 01/02/21
- 769 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თებერვალი როგორც წესი ბევრი სიახლის მომტანია ადამიანების ცხოვრებაში და განსაკუთრებით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანებისათვის, ბევრისთის სიკეთისკენ შეიცვლება ცხოვრება ბევრისთვის კი უარესობისკენ თუკი არ გაითვალისწინებთ ასტროლოგების ამ რჩევებს.
კირჩხიბი
მოიმატებს თქვენი სოციალური აქტიურობა: მეგობრებთან შეხვედრები, ჯგუფური შეკრებები, სოციალურ ქსელებში მიმოწერა. გახსოვდეთ, მუდმივ სტრესს სიკეთე ჯერ არავისთვის მოუტანია. მიიღეთ ვიტამინები; გაიძლიერეთ იმუნიტეტი. ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. ზემგრძნობიარე გახდებით და ხანდახან შეიძლება ისიც კი გამოიცნოთ, რისი თქმა სურდა თქვენს პარტნიორს. არავის მისცემთ თქვენი მოტყუების საშუალებას. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. დააკვირდით გამონათქვამს, შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი ფრაზა მომენტალურად ასრულდეს. გამონახეთ დრო, რათა ჩაუღრმავდეთ საკუთარ ფსიქოლოგიას, დააკვირდით სიზმრებს, ზოგიერთი შეიძლება წინასწარმეტყველურიც კი იყოს. თებერვალში ემოციებისა და ვნებების მოზღვავებას იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა მოგინდებათ; მისგან აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვთ. ზოგიერთს შეიძლება გაგიძაფრდეთ ეჭვიანობის შემოტევები. შეიძლება მის წარსულშიც კი იქექოთ. მარტოხელებს გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებით მოცული ადამიანების მიმართ ან მოგხიბლავთ ისეთი ოპიროვნება, რომლის ცხოვრებაც საფრთხეებთან, ეზოტერიკასთანაა კავშირში.
ლომი
სამსახურის საქმეებით, კარიერული წინსვლით ისე იქნებით დაკავებული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეიძლება ყურადღება არც კი მიაქციოთ. გირჩევთ, იზრუნოთ ფიზიკურ მდგომარეობაზე და დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყოთ. არ გადატვირთოთ კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი მძიმე საკვებით. გონების მმართველი პლანეტა - მერკური დაგეხმარებათ თქვენთვის სარფიანად წარმართოთ მოლაპარაკებები. საქმიანი ურთიერთობები წარმატებას მოგიტანთ, თუ საკუთარ კეთილდღეობაზე იქნებით ორიენტირებული. მცირე კამათი დასაშვებია, განსაკუთრებით, თუ საქმეს სჭირდება, როგორც ცნობილია, “ჭეშმარიტება კამათში იბადება“. მნიშვნელოვანი და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ყველაფრის კარგად გათვლის შემდეგ მიიღეთ. განსაკუთრებით, თუ პირადი ბიზნესის წარმართვას აპირებთ. ახალი იდეებიც დაგებადებათ. მარტოხელებმა შეიძლება სწრაფი და დაუფიქრებელი ურთიერთობა გააბათ. თუმცა, არც კი ხართ მზად სერიოზული კავშირისთვის და მხოლოდ გართობაზე ფიქრობთ. შესაბამისად, იმედგაცრუებისთვისაც იყავით მზად. აი, დაოჯახებულებს კი მშვიდი, ჰარმონიული ურთიერთობა გელოდებათ, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აგავსებთ პარტნიორის მიმართ.
ქალწული
თვის მეორე ნახევარში ახალი პროექტებისთვის მოემზადეთ, მანამდე კი დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. ზოგიერთს სარფიანი ხელშეკრულების გაფორმება გელით. დაიცავით თქვენი ინტერესები, ვალდებულებების შესრულება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს და მატერიალური ანაზღაურება მაინც უნდა მიიღოთ შესაფერისი. გირჩევთ, შეკრიბოთ თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც პროდუქტიულად იმუშავებთ, თუმცა მოთმინებითაც უნდა აღიჭურვოთ. თუ თქვენი მუშაობა მომსახურებასთანაა კავშირში, მოიმატებს კლიენტების რაოდენობა. ხშირად უნდა შეხვდეთ მეგობრებს, დაესწროთ წვეულებებს, სწორედ აქ შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააჩაღოს კოლეგასთან. თუ ხვდებით, რომ ადამიანს მოსწონხართ, მაგრამ უჭირს პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, გამოიჩინეთ ინიციატივა. დაოჯახებულება მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. ერთად მოგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მოერიდეთ საყვარელი ადამიანის ღალატს, მცირე ფლირტი თვითშეფასებას აგიმაღლებთ, მაგრამ ზედმეტად ნუ გარისკავთ. თუ გსურთ, სამსახურში მეტ წარმატებას მიაღწიოთ, პერიოდულად უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვის, ძალების აღდგენისთვის. გაფრთხილდით, საწარმოოო ტრავმამ არ დაგაზარალოთ. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ ცხოველებთან მიმართებაში. გამონახეთ დრო სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. კარგი იქნება, თუ თებერვალში შეძლებთ დიეტის დაცვას და ვარჯიშის დაწყებას.
სასწორი
უფრო კრეატიული გახდებით, ვიდრე აქამდე იყავით. მოგინდებათ ახალი, ორგინალური იდეების განხორციელება. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და საქმიან პარტნიორებთანაც უფრო მეგობრულ დამოკიდებულებას დაამყარებთ. უმეტესობა გამონახავთ ახალ ჰობის (ან მიუბრუნდებით ძველს), ჩაერთვებით ინტელექტუალურ გასართობში. განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, დატკბეთ ბავშვებთან ერთად გართობით, საყვარელ ადამიანს მოუწყოთ რომანტიკული შეხვედრები და ბოლოს და ბოლოს თქვენს გემოზე დაისვენოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და რომანის დაწყება გელით. ერთადერთი გაფრთხილებაა, მოერიდოთ აზარტულ თამაშებს და ალკოჰოლის მიღებას. მოიმატებს თქვენი პოპულარობა მამაკაცებში. თვის დასაწყისში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც დასამახსოვრებელ რომანში გადაიზრდება. მოიმატებს ფლირტის, რომანტიკული თავგადასავლების სურვილი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან. ზოგიერთმა სასწორმა შეიძლება გაიგოთ, რომ მალე დედა გახდებით. მოერიდეთ დეპრესიაში გადავარდნას, როგორც კი თავს მელანქოლიურად იგრძნობთ, გამოძებნეთ მხიარულების, სხვა თემაზე გადატანის საშუალება. ძირითადი უსიამოვნება დაკავშირებულია პარტნიორის ფულებთან, ეჭვიანობასთან. ზოგიერთმა კი შეიძლება მოინდომოთ ოკულტურ მეცნიერებებში ჩაღმავება. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.
მორიელი
თვის დასაწყისში მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. ნათესავებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას. დააკვირდით ოჯახის წევრებს და მიხვდებით, საიდან გაქვთ ესა თუ ის თვისება, ჩვევა. სხვათა შორის უმეტესობას მოუნდება საკუთარი გვარის ისტორიის გამოკვლევა, ოჯახში ძველი ტრადიციების აღდგენა. მოაგვაროთ. ზოგიერთს შეიძლება ნათესავები დაგეხმარონ, თუნდაც რჩევით, საქმეების წარმართვაში, წარმატების მიღწევაში. სახლში თქვენი ჩარევის გარეშე არაფერი გაკეთდება. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გააგრძელოთ. ან მეტად იზრუნოთ ბინის კეთილმოწყობაზე. დაიწყოთ მუშაობა სამშენებლო ბიზნესში ან საკუთარი სახლის მშენებლობა დაიწყოთ. შინ მოგინდებათ მეგობრების მიპატიჟება, სახლის მოლამაზება, ფუფუნების ნივთების შეძენა. შეიძლება შეყვარებულებმა საკუთარ ბინაში უმასპინძლოთ საყვარელ ადამიანს, ზოგიერთმა წყვილმა კი ერთად დაიწყოთ ცხოვრება. მორიელების უმეტესობა სწორედ თებერვალში დაფიქრდებით ოჯახის შექმნაზე. სასიყვარულო ურთიერთობისთვის უფრო ტრადიციული ფორმის მიცემას (თუნდაც ნიშნობა). გამორიცხული არაა, შეყვარებული ნათესავებს გააცნოთ, მარტოხელები კი ოჯახის წევრების დახმარებით დაუახლოვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს. გაფრთხილდით, ნათესავების "ენების" გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. თებერვალში მოუფრთხილდით ენდოკრინულ სისტემას. აგრეთვე, თვალებს.
მშვილდოსანი
გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური საქმიანობისადმი. შეიძლება თქვენი ახალი რჩეულიც ამ სფერობიდან იყოს. სასიყვარულო ურთიერთობა მიმოწერის, სატელეფონო ზარებით განვითარდება. ზოგიერთმა შეიძლება რომანი მეზობელთან ან კლასელთან გააბათ, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდით. უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ. მოიმატებს კონტაქტების რაოდენობა: შეხვედრები, ზარები, მიმოსვლები. იუმორით შეხედეთ და განმუხტეთ რთული სიტუაციები. მარტივად შეძლებთ რთულ სიტუაციაში ადაპტირებას. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა საინტერესო ადამიანებთან. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე, განსახვავებულ თემაზეც კი მოგიწიოთ მუშაობამ. შეგიძლიათ აწარმოოთ სარეკლამო კამპანია. მარტივად მიაგნებთ იმას, რაც გჭირდებათ და არც კონკურენტებთან ბრძოლა გაგიჭირდებათ. თებერვალში იმაზე მეტს ილაპარაკებთ, ვიდრე ჩვეულებრივ ლაპარაკობთ. იყავით სამართლიანი ახლობლების მიმართ. მოერიდეთ გაუგებრობას მათთან. კარგ შედეგს მოგიტანთ მცირეხნიანი მოგზაურობა, მივლინება. თავდაჯერებულად იმოქმედეთ, ყველა შანის გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ამბიციური ნუ გახდებით. თებერვალში მომატებულია ტრავმების ალბათობა. დაკვირვებული იყავით ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებთან. სასურველია, ჩაიტაროთ სრული სამედიცინო კვლევა.
თხის რქა
აქტიური და ენერგიული ხართ. მოიმატებს თქვენი სექსუალური ენერგია. ზოგიერთმა შეიძლება ბავშვის ჩასახვაც კი მოინდომოს. გამონახეთ დრო დასვენებისთვის და ეცადეთ, აკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას: ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. არ გადატვირთოთ კუჭი მავნე საკვებით, სასმლით. ნუ მიირთმევთ თქვენთვის უცნობ პროდუქტებს. ისევ ფულის საკითხებია აქტუალური. შეიძლება სკამიდან არც კი წამოდგეთ, თუ იცით, რომ საქმე ფულს არ მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განვითარებას, კარგი იქნება, თუ ფულს ცოდნაში დააბანდებთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი, ზოგიერთმა შეიძლება ახალი სპონსორი ან მეცენატი მიიზიდოთ. საქმეების პარალელურად სიყვარულისთვისაც უნდა მოიცალოთ. ზოგიერთი საკუთარ მეუღლეს ძვირად ღირებული საჩუქრებით აავსებთ. შეყვარებული მეტად რომანტიკულები გახდებით. აი, მარტოხელებისთვის კი მთავარი იქნება, რომ ადამიანი, ვისაც ბედს დაუკავშირებენ, მდიდარი იყოს.
მერწყული
თვის პირველი ნახევარი საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ, განვითარებას, იმიჯის შეცვლას. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. იყავით მიზნამიმართული და სადაც საჭიროა, “რქებით გაიტანეთ თქვენი“. ცოტა უფრო მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი და ხშირად დააყენეთ სხვებზე წინ. მოგინდებათ თანამოაზრეებთან ახალი იდეების განხილვა, მიმოწერა, საქმიანი შეხვედრები და მივლინება. ეცადეთ, ცოტა კრიტიკულიც იყოთ და ობიექტურად შეაფასოთ თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენები. აგრეთვე, ყურადღებით იყავით მიღებულ ინფორმაციასთან. ნუ გაავრცელებთ ჭორებს. ზოგიერთმა შეიძლემა აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული ცოდნა გაკლიათ და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ. გაგიუმჯობესდებათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებათან დამოკიდებულება. თავად იქნებით აქტიური, რომ მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. გადადგით პირველი ნაბიჯი და დაუმეგობრდით თქვენთვის საინტერესო ადამიანს. მერე კი შეიძლება ურთიერთობა რომანში გადაიზარდოს. მარტოხელებს კი შეიძლება მოულოდნელად შეგიყვარდეთ. დაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტთ. მერწყულების უმეტესობას სურვილი ექნება თავი მოაწონოს გარშემო მყოფებს; გამოავლინოს დახვეწილი მანერები. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მოუფრთხილდით კუჭს და წელის ზონას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.