თემური ბათუმში იყო რომ გაიგო ეს ამბავი, მაშინვე წამოვიდა... მერე ჩუმად მკითხა, სად იჯდა ჩემი ბიჭიო, ვუჩვენე ის ადგილი ნანგრევივით რომ იყო, მივიდა და ცოტახანს დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევებს...

თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­ლო­გი და სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი:

- თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ძმად მყავ­და მი­ღე­ბუ­ლი. ეს არ იყო უბ­რა­ლო მე­გობ­რო­ბა, ოჯა­ხე­ბით ვი­ყა­ვით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ლილი ზღვა­უ­რი, თე­მუ­რის მე­უღ­ლე, "ივე­რი­ის" მერე რო­მან­სე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და მისი აკომ­პა­ნი­ა­ტო­რი გახ­ლდით, ამი­ტომ ხში­რად მივ­დი­ო­დი მათ­თან სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ. თე­მუ­რი დაგ­ვიჯ­დე­ბო­და და გვის­მენ­და. გვა­ცი­ნებ­და, ხუმ­რობ­და...

სა­ში­ნე­ლი, ბნე­ლი 90-ია­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩემს ოჯახს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და­უდ­გა - ჩემი მე­უღ­ლის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ვგრძნობ­დი თე­მუ­რის გვერ­დში დგო­მას, მის თა­ნაგ­რძნო­ბას... ერთხელ ბო­რის შხი­ან­მა და­მი­ბა­რა, საქ­მე გა­მო­გიჩ­ნდა და სას­წრა­ფოდ მო­დიო. იქ თე­მუ­რი დამ­ხვდა და მი­თხრა: შეგ­ვიკ­ვე­თეს ბა­თუმ­ზე სიმ­ღე­რა და ტექ­სტი მა­ინ­ცდა­მა­ინც შენი უნ­და­თო. არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან თით­ქმის 20 წლის მან­ძილ­ზე ბო­რი­სის სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტებს მე ვწერ­დი. გა­ვე­დი გვერ­დით ოთახ­ში და დავ­წე­რე. გა­და­ვე­ცი ტექ­სტი შხი­ანს, რომ მუ­სი­კა შე­ექ­მნა და წა­მოს­ვლას რომ ვა­პი­რებ­დი, თე­მუ­რი წა­მოხ­ტა: უიი, სულ და­მა­ვი­წყდა, ეს ჰო­ნო­რა­რი შენ­თან გა­მო­მა­ტა­ნე­სო... გა­და­ვი­რიე, რო­გორ-მეთ­ქი, მაგ­რამ და­მამ­შვი­და, აბა, ამის­თვის ცალ­კე ხომ არ ჩა­მოვ­ლე­ნო?!

გა­ვი­და წლე­ბი, მე და ბო­რი­სი შევ­ხვდით, ვსა­უბ­რობ­დით და უცებ ის სიმ­ღე­რა გა­მახ­სენ­და. ვთხო­ვე, მო­ეს­მე­ნი­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ სი­ცი­ლით მოკ­ვდა: რა სიმ­ღე­რა, რის სიმ­ღე­რა? დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და, შენი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იცო­და, რომ თავ­ზე დაგ­ვამ­ხობ­დი და ასე შე­მო­გა­პა­რე­თო...

...მახ­სენ­დე­ბა, მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სახ­ლში რომ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, თე­მუ­რი და ლილი მო­ვიდ­ნენ სა­ნა­ხა­ვად. არ ელო­და, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩემს ნახ­ვას და უცებ მე­უბ­ნე­ბა: რა გა­ვა­კე­თო, რომ ხა­სი­ათ­ზე მო­გიყ­ვა­ნო, თუ გინ­და, გი­ცეკ­ვებ! - და ამ­ხე­ლა კაც­მა ბუქ­ნა­ო­ბა და­ი­წყო...

ერთი ამ­ბა­ვი კი მარ­თლა სა­ოც­რე­ბა იყო: 2 წლის წინ, ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა და თე­მუ­რის გი­ორ­გი და­მე­სიზ­მრნენ, შუ­ამ­თის მო­ნას­ტრის ეზო­ში იდ­გნენ. მა­რი­ამ­მა მთხო­ვა - ბრინ­ჯი, ვაშ­ლი და შა­ქა­რი ამო­ი­ტა­ნეთ დე­და­ო­ებ­თა­ნო. გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი, ვერ ვი­ჯე­რებ­დი, ის სიზ­მა­რი იყო თუ არა. ლი­ლის­თან დავ­რე­კე, თე­მუ­რი ბა­თუმ­ში იყო, რომ გა­ი­გო, მა­შინ­ვე წა­მო­ვი­და. მე­ო­რე დღეს­ვე სა­ბარ­გუ­ლი დავ­ტვირ­თეთ და წა­ვე­დით. თბი­ლისს რომ გავ­ცდით, ისე­თი ნის­ლი იყო, რომ თე­მურ­მა და­ა­პი­რა არა გომ­ბო­რის მხრი­დან, არა­მედ გურ­ჯა­ან­ზე მო­ევ­ლო, მაგ­რამ მერე თქვა, უფა­ლი გვცდის ალ­ბა­თო. გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე ავე­დით თუ არა, სა­ოც­რე­ბა მოხ­და, გაქ­რა ნის­ლი და მოწ­მენ­დილ ცაზე მზემ გა­მო­ი­ხე­და. თე­მურ­მა პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რა - უფალ­მა გვის­მი­ნაო.

კარ­გა ხანს ვის­ხე­დით მო­ნას­ტრის ეზო­ში, ვსა­უბ­რობ­დით. მერე ჩუ­მად მკი­თხა: სიზ­მარ­ში რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბი­ჭიო? ვუჩ­ვე­ნე ის ად­გი­ლი, ნან­გრე­ვი­ვით რომ იყო. მერე მი­ვი­და და ცოტა ხანს და­ფიქ­რე­ბუ­ლი დას­ცქე­რო­და იმ ნან­გრევს... ახლა კი წავა თა­ვის უდ­რო­ოდ წა­სულ ვაჟ­თან და ჩა­ე­ხუ­ტე­ბა... თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა ჩემს გულ­ში უდი­დე­სი ჭრი­ლო­ბა და­ტო­ვა, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს მო­ვი­შუ­შებ...